geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2026 წლის 6 აგვისტოს №210/01-01 და 2026 წლის 7 აგვისტოს №213/01-01  ბრძანებების, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2026 წლის 3 სექტემბრის №19209/27 და №19210/27 წერილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2026 წლის 7 სექტემბრის №11 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის თურქოლოგიის კათედრის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია: 


ა) მარიკა ჯიქია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ელისაბედ ბჟალავა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მზისა ბუსკივაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ნანული კაჭარავა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) ელენე ჯაველიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) დარეჯან გარდავაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მირიან მახარაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თეონა აფხაზავა - თსუ-ს ენების ცენტრის მასწავლებელი (კომისიის მდივანი).


2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის  ისტორიის  სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის  ისტორიის კათედრის ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია: 


ა) გიორგი ალიბეგაშვილი - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მაკა ელბაქიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ეკატერინე ნავროზაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) რუსუდან ნიშნიანიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) ნანა გონჯილაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) ვლადიმერ მინაშვილი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ელენე გოგიაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) სოფიკო ძნელაძე - ფილოლოგიის დოქტორი (კომისიის მდივანი).


3. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია: 


ა) როზეტა გუჯეჯიანი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) თეიმურაზ გვიმრაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ბორის კომახიძე - ანთროპოლოგიის დოქტორი, ტურისტული სააგენტოს თანამშრომელი (კომისიის მდივანი);
დ) ქეთევან ალავერდაშვილი - თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
ე) ნინო ჩირგაძე - თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) მირიან ხოსიტაშვილი - ეთნოლოგიის დოქტორი, ეროვნული ბიბლიოთეკის ვიცე დირექტორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) გიორგი მამარდაშვლი - ეთნოლოგიის დოქტორი, თსუ-ს ისტორიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ხათუნა იოსელიანი - ისტორიის დოქტორი, თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (კომისიის მდივანი).


4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
6. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე